ადებაიორს მობეზრდა `მანჩესტერ სიტის~ ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი `ქალაქელთა~ რიგებიდან შესაძლო წასვლის შესახებ ალაპარაკდა. 26 წლის ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ აკმაყოფილებს და ამ პრობლემის გამოსასწორებლად მზადაა, სათამაშო ადგილი შეიცვალოს. `რობერტო მანჩინისთან მშვიდი საუბარი მქონდა. მზად ვარ, ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლო, მაგრამ თუ თამაშის საშუალება არ მომეცემა, სისულელე იქნება სხვა კლუბების შემოთავაზებების უგულებელყოფა~, - ამბობს დროგბა, რომლის გადაბირების მსურველი ნამდვილად გამოჩნდება. გურკუფი დააბრუნეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ უახლოეს მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. გარკვეული პასუხის შემდეგ ნაკრებში დააბრუნეს იონ გურკუფი. `უბედნიერესი ადამიანი ვარ, ნაკრებში თამაშის საშუალება კვლავ რომ მომეცა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლორან ბლანს მადლობა კარგი თამაშით გადავუხადო. დანარჩენი კი უშუალოდ თამაშებისას გამოჩნდება~, - განაცხადა იონ გურკუფმა. ბავარიელები ნზოგბიას ეპატიჟებიან ბავარიელები ნზოგბიას ეპატიჟებიან დიდია ალბათობა იმისა, რომ `უიგანის~ შემტევი ნახევარმცველი შარლ ნზოგბია მიუნხენის `ბაიერნში~ გადაბარგდეს. ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს. `უიგანი~ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ გირვანქას ითხოვს, ბავარიელებს კი ეს თანხა ეძვირათ და მოლაპარაკებაც ამიტომ ჭიანურდება, მაგრამ სავარაუდოდ, მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ნზოგბიაც `ალიანს არენაზე~ გადაბარგდება.
|